ჩვენ შესახებ

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო დაარსდა, როგორც დამოუკიდებელი კავშირი, რათა განახორციელოს ანტიდოპინგური პოლიტიკა და ქვეყანაში წაახალისოს დოპინგისგან თავისუფალი სპორტი.სააგენტო დაარდა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მოდელზე, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია და თანაბრად ფინანსდება სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისაგან. 2001 წელს საქართველო შეურთდა ევრო საბჭოს ანტიდოპინგურ კონვენციას, რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 2004 წელს. ამ კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის წევრი, ხმის უფლებით, არის თამაზ თევზაძე 2002 წლიდან. მსოფლი ანტიდოოპინგური კოდექსის გარდა, საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ გამოსცა თავისი ანტიდოპინგური წესები, რომელიც წარედგინა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს 2008 წელს და რომლის საფუძველზეც, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო აღიარებული იქნა ვადას მიერ, როგორც უფლებამოსილი ორგანო დოპინგის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში ეროვნულ დონეზე. 2009 წლიდან ვადა არის ანტიდოპინგური ორგანიზაციების ასოციაციის წევრი. ასევე, რეგიონალური ანტიდოპინგური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელიც შედგება პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან და რომელიც პასუხისმგებელია ანტიდოპინგურ საქმიანობაზე ამ რეგიონში. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო პასუხისმგებელია ჩაატაროს დოპინგ კონტროლ ტესტები, ვადას მიერ მიღებულ ტესტირების საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, სააგენტო პასუხისმგებელია მოაწყოს საგანმანათლებლო სემიარები, რათა ხელი შეუწყოს დოპინგისგან თავისუფალ სპორტს და გაზარდოს ცნობიერება დოპინგის

შესახებ სპორტსმენებში, მათ მწვრთნელებსა და დამხმარე პერსონალში. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს არა მარტო საქართველოში, არამედ ატარებს ტესტირებებს მეზოგელ ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. სააგენტოს ჰყავს კვალიფიციური კადრები, რომელთაც აქვთ გამოცდილება ანტიდოპინგურ სფეროში. სააგენტოს ჰყავს 7 დოპინგ კონტროლის ოფიცერი, 3 ქალბატონი და 4 მამაკაცი, რომლებსაც მიღებული აქვთ ლიცენზია და ტრეინინგი კვალიფიციური ტრენერებისაგან. სააგენტო იღებს ფინანსური დახმარების უმეტესობას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაგან. მას ასევე მჭიდრო კავშირი აქვს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან. სააგენტოს ახალ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა სპორტსმენების ინფორმირება დოპინგის შესახებ, რათა მათ იცოდნენ რა გავლენა შეიძლება იქონიოს დოპინგის გამოყენებამ მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. სააგენტო მოხარული იქნება ჩაებას ნებისმიერ საქმიანობაში, რაც დაეხამრება სპორტში დოპინგის წინააღდმეგ ბრძოლას.

შემოგვიერთდით

FACEBOOK
GOOGLE +
SKYPE
TWITTER
YOUTUBE