ანტი-დოპინგური პროგრამები

საგანმანათლებლო, პრევენციული და საინფორმაციო ანტი-დოპინგური პროგრამა საქართველოში

Pპროექტის აღწერა : პროგრამას განახორციელებს საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტო. პროგრამის მიზანია: ხელმისაწვდომი გავხადოთ სპორტსმენებისათვის, მრწთვნელებისათვის, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალისათვის, სპორტის ნაციონალური ფედერაციებისა და სპორტული მედიცინის წარმომადგენლებისათვის ინფორმაცია დოპინგის, ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი ნეგატური ზემოქმედების, სპორტში მისი გამოყენების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესახებ. პროგრამის შესრულება საშუალებას მოგვცემს: მიზნობრივ ჯგუფებში მინიმუმამდე დავიყვანოთ დოპინგის გამოყენება, დავიცვათ სპორტსმენის ფუნდამენტალური უფლება მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებში, რომლებიც თავისუფალია დოპინგისაგან და ამ მიზნით პროპაგანდა გავუწიოთ ჯანმრთელობას, სამართლიანობას და თანასწორუფლებიანობას ყველა სპორტსმენისათვის. Pპროგრამის შესრულებისათვის საჭიროა: მსოფლიო ანტი-დოპინგური ორგანიზაციის მიერ გამოცემული ძირითადი დოკუმენტების(ანტი-დოპინგური კოდექსი, ტესტირების საერთაშორისო სტანდარტი, ანტი-დოპინგურ ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სისტემა, ანტი-დოპინგური წესები ნაციონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციებიათვის და აკრძალული სია) თარგმნა, მომზადება და გამოცემა. Aანტი-დოპინგური საგანმანათლებლო მასალების თარგმნა და სემინარების მომზადება, ანტი-დოპინგურ თემატიკაზე ბროშურებისა და სამახსოვროების მომზადება, დაბეჭდვა-დარიგება. სპორტსმენებისათვის, მრწთვნელებისათვის, , სპორტსმენთა დამხმარე პერსონალისათვის, სპორტის ნაციონალური ფედერაციებისა და სპორტული მედიცინის წარმომადგენლებისათვის ლექცია-სემინარების ჩატარება. Eელექტრონული და ბეჭდვითი მედიისათვის ანტი-დოპინგური მასალების მომზადება და დოპინგისაგან თავისუფალი სპორტული ღონისძიებების ჩატარების პროპაგანდა. Eეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს ვებ.გვერდის შექმნა. მოსალოდნელი შედეგები: საქართველოში ეროვნულ ჩემპიონატებში და ეროვნულ ნაკრებებში მონაწილე სპორტსმენები, მრწთვნელები, , სპორტსმენთა დამხმარე პერსონალი, და სპორტული მედიცინის წარმომადგენლები მიიღებენ სრულ ინფორმაციას და ქართულ ენაზე მომზადებულ ბუკლეტებს მსოფლიო ანტი-დოპინგური პროგრამის, დოპინგის, ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი ნეგატური ზემოქმედების, სპორტში მისი გამოყენების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების, მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესახებ. Pპროგრამის შესრულება გახდება წინაპირობა ანტი-დოპინგური საკანონმდებლო და ნორმატიული საფუძვლების ჩამოყალიბებისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს შევიმუშავოთ პოლიტიკა და განვავითაროთ ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის შესრულების მიზნით. შეფასების ინდიკატორებად გამოიყენება: ანტი-დოპინგურ ქვიზებზე დადებითი შეფასების მიღწევა 80%. სატელევიზიო თოქ-შოუში მაყურებელთა ინტერაქტიული გამოკითხვა. Mმიზნობრივი ჯგუფები: საქართველოში ეროვნულ ჩემპიონატებში და ეროვნულ ნაკრებებში მონაწილე სპორტსმენები, მწრთვნელები, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალი, სპორტული მედიცინის და სპორტის ნაციონალური ფედერაციების წარმომადგენლები, Aახალგაზრდა თაობა, რომელთა მიზანია წარმატებულ სპორტსმენად გახდომა. Mმიზნობრივი ჯგუფების მოცვა მოხდება ორი გზით: 1) Nნაციონალურ ჩემპიონატში და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე სპორტსმენებისათვის, საქართველოს ეროვნული ნაკრებების წევრების, სამედიცინო და მათი დამხმარე პერსონალისათვის Lლექცია სემინარების, ქვიზების ჩატარება და მსოფლიო ანტი-დოპინგური ორგანიზაციის მიერ გამოცემული ძირითადი დოკუმენტების(ანტი-დოპინგური კოდექსი, ტესტირების საერთაშორისო სტანდარტი, ანტი-დოპინგურ ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სისტემა, ანტი-დოპინგური წესები ნაციონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციებიათვის და აკრძალული სია) დისტრიბუცია. 2) Eელექტრონული და ბეჭდვითი მედიისათვის ანტი-დოპინგური მასალების მომზადება და დოპინგისაგან თავისუფალი სპორტული ღონისძიებების ჩატარების პროპაგანდა. 3) ეროვნულ ანტი-დოპინგური სააგენტოს ვებ.გვერდზე ანტი-დოპინგური ინფორმაციის განთავსება კონსულტაცია: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

შემოგვიერთდით

FACEBOOK
GOOGLE +
SKYPE
TWITTER
YOUTUBE